ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი, მაიკლ ესიენი, მიიჩნევს, რომ მის გუნდს შესწევს ძალა დაამარცხოს კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და დამსახურებულად გავიდეს ფინალში. ესიენის აზრით, ინგლისელებმა უკვე კარგად იციან “ბარსას” თამაშის სტილი.
“ბოლო რვა წლის მანძილზე ჩვენ რამდენიმეჯერ ვეპაექრეთ “ბარსელონას” და ამ გუნდის დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია. ვგრძნობ, რომ ახლა “ჩელსის” გამარჯვების დრო მოვიდა. ჩვენი ბოლო დაპირისპირება კატალონიელებთან ძალიან დრამატული იყო. იმ მატჩში იყო ყველაფერი: სანახაობრივი ფეხბურთი, ლამაზი გოლები და კიდევ ბევრი სხვა. არისტოკრატებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა როგორც ჩანს ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ.” –განაცხადა ესიენმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 18 აპრილს, თბილისის დროით 22:45 სთ–ზე დაიწყება.
