კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები კვირას დილით ეწვივნენ ერიკ აბიდალს, რომელიც სამშაბათს ურთულეს ოპერაციას იკეთებს – ღვიძლს ინერგავს. ფეხბურთელებმა უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადეს ფრანგს და მის სახლში მიირთვეს ტორტი, რომელზეც ერიკის გამამხნევებელი ტექსტი ეწერა. აღსანიშნავია, რომ ხერარდ პიკემ “ვერ გაუძლო” ცდუნებას და იქვე აუზში გადაეშვა. გადაეშვა თუ გადაუშვეს ეს თქვენ თვითონ დაადგინეთ სურათიდან (კეიტა და აბიდალი ესპანელ მცველს გადასაგდებად “იმეტებენ”)…. Animo Abidal !


