ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ხუან მატამ განაცხადა, რომ მის გუნდს ძალუძს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გამოთიშოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. იტყობინება ესპანური პრესა.
“ბარსელონა” – დიდებული გუნდი. ყველამ იცის, რომ მათ შემადგენლობაშია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ საგოლე მომენტების რეალიზებაზე. დაცვა ძალიან კომპაქტური უნდა იყოს, რადგან კატალონიელები ძლიერ შემოგვიტევენ”.
“სეზონის დასაწყისშივე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად “რეალი” და “ბარსელონა” ითვლებოდნენ. შესაძლოა, ეს ყველაფერი წაგვადგეს კიდეც. ვიცით, თუ კარგად ვითამაშებთ, შევძლებთ კატალონიელთა ბარიერის დაძლევას”. განაცხადა ხუან მატამ.
შეგახსენებთ, რომ ხუან მატას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისა, რადგან იგი წლების განმავლობაში გამოდიოდა “ვალენსიას” შემადგენლობაში და არაერთხელ მოუწია კატალონიელებთან დაპირისპირება.
