მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: 11 გოლი ”სარაგოსასთან” გამართულ 12 მატჩში

მესი: 11 გოლი ”სარაგოსასთან” გამართულ 12 მატჩში

არგენტინელმა ”ლა რომარედაზე” ბოლო 3 ვიზიტის დროს 7 გოლი გაიტანა. ”ბარსას” რიგებში ბოლო 12 მატჩში ლეომ 23 გოლი გაიტანა.

”სარაგოსა” კვლავ ვერ უწევს წინააღმდეგობას ლეო მესის ნიჭს. არგენტინელმა, რომელიც გუშინ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა 11 გოლი გაიტანა ”სარაგოსასთან” გამართულ 12 შეხვედრაში. მესი ნამდვილად ღამის კოშმარია არაგონული კლუბისთვის, განსაკუთრებით ”ლა რომარედაზე”. ამ სტადიონზე ბოლო 3 ვიზიტისას მან 7 გოლი გაიტანა: 3 გოლი 2009/10 სეზონში, 2 გოლი 2010/11 სეზონში და 2 გოლი გუშინდელ მატჩში.

23 გოლი 12 შეხვედრაში

გუშინ გატანილი გოლების შემდეგ ლეო აგრძელებს გოლების გატანის გაშმაგებულ სერიას. ბოლო 12 შეხვედრაში მან 23 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში 50 შეხვედრაში მის ანგარიშზე 60 გოლია და ახლა ის 7 ბურთით ჩამორჩება გერდ მიულერის რეკორდს, რომელმაც ერთ სეზონში 67 გოლის გატანა მოახერხა. ეს რეკორდი 1972/73 წლის სეზონში დაფიქსირდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში