ინგლისური “ჩელსის” ნახევარმცველი, ორიოლ რომეუ, თვლის, რომ მის გუნდს შესწევს ძალა დაამარცხოს კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და დამსახურებულად გავიდეს ფინალში, სადაც თასის მოგების რეალური შანსი ექნება.
“2009 წელს “ჩელსიმ” აჩვენა, რომ შეუძლია “ბარსელონას” დამარცხება. გამიმართლა ასეთ სიტუაციაში რომ მოვხვდი. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელისთვის, მითუმეტეს თუ მეტოქე “ბარსაა”. კატალონიელები უკვე რამდენიმე წელია აღმაფრთოვანებელ დონეზე თამაშობენ. ისინი არ კარგავენ არც ამბიციას და არც თასების მოგების წყურვილს. ამის მიუხედავად, ვფიქრობ მაინც შეგვწევს ძალა მათი დამარცხებისა და ფინალში გასვლისა.” –განაცხადა რომეუმ.
შეგახსენებთ, რომ რომეუ 2004 წლიდან 2009 წლამდე “ბლაუგრანაში” გამოდიოდა. იგი ძირითადად დუბლებში გვხდებოდა, თუმცა ძირითად გუნდშიც მოასწრო ერთი მატჩის გამართვა.



