ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დი მატეომ კომენტარი გააკეთა 1/4 ფინალური შეხვედრის შესახებ და ასევე ისაუბრა ”ბარსელონასთან” გასამართი 1/2 ფინალური შეხვედრების შესახებ.
”ჩვენ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ამის შესახებ შეხვედრამდეც ვსაუბრობდით და ჩვენი ფიქრი ასრულდა. ”ბენფიკა” კარგი გუნდია. მათ ეს ბევრჯერ დაამტკიცეს, ამიტომაც განსაკუთრებით მოხარულები ვართ 1/2 ფინალში გასვლით. ჩვენ არ გვყოფნიდა მეორე გოლი მატჩის დასამშვიდებლად. ”ბენფიკამ” იცოდა, რომ 0:1-ზე მას კვლავ რჩებოდა შანსები. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაცუდეთ რამდენიმე შანსი იმისთვის, რომ ინტრიგა უფრო მალე მოგვეკლა”.
”1/2 ფინალში ჩვენ ”ბარსელონასთან” მოგვიწევს თამაში, თუმცა ჯერ მოგვეცით ამ გამარჯვებით დატკმობის საშუალება. შედმეგ იქნება შაბათის მატჩი ”უიგანთან”. ახლა ჩვენ პრემიერ-ლიგის შეხვედრაზე ვფიქრობთ. ”ბარსელონა” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, შეიძლება უძლიერესიც კი. კატალონიურ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 1/2 ფინალში ასეთი დიდებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში” – განაცხადა რობერტო დი მატეომ.

