მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანმა “მილანს” სუსტი წერტილი უპოვა

ბოიანმა “მილანს” სუსტი წერტილი უპოვა

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და იტალიური “რომას” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა, “მილანს” სუსტი წერტილი უპოვნა. ახალგაზრდა ესპანელმა ტალანტმა ეს “საიდუმლო” ჟურნალისტებსაც უთხრა. ასევე კრკიჩის თქმით, მასთან ერთად მისი ყველა თანაგუნდელიც დარწმუნებულია, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაამარცხებენ “შავ–წითლებს” და მშვიდად განაგრძობენ სვლას ჩემპიონობისკენ.

 

“”მილანის” სუსტი წერტილი მათი მეკარე აბიატია. მე და ჩემი თანაგუნდელები ვსაუბრობდით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირების შესახებ და ყველამ ერთხმად ვთქვით, რომ “ბარსელონა” მეტოქეს დაამარცხებს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ კატალონიელები წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ და პლუს ამას, პრიმერა დივიზიონშიც წამოეწევიან “რეალს” და დამსახურებულად გახდებიან ქვეყნის ჩემპიონები.” –გამოტყდა კრკიჩი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში