სერხი ბუსკეტსის და ლეო მესის ფანტასტიკური სტატისტიკა ამ ფეხბურთელებს გადამწყვეტ როლს ანიჭებს ”მილანთან” გასამართი შეხვერდის წინ.
”ბარსას” მწვრთნელს განკარგულებაში ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდნენ იტალიელი სრუმრები. არგენტინელი რეგულარულად იტანს, ხოლო ბუსკეტსი გადაცემების სპეციალისტია.
შედეგები მეტოქეისთვის არახელშემყობია: ლეო მესი ჩემპიონთა ლიგაში საშუალოდ გოლს ყოველ 60 წუთში ერთელ იტანს, ხოლო სერხი ბუსკეტსი საშუალოდ შეხვედრაში 90 გადაცემას ასრულებს. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგზე ნებისმიერ მეტოქესთან.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ორივე ფეხბურთელი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ”მილანის” დაცვითი ბარიერების გადალახვისთვის. არგენტინელს უკვე 12 გოლი აქვს გატანილი 8 შეხვედრაში. მესის შედეგიანობა 28 პროცენტია. ლეო მესი შეხვედრაში გადაცემების 87 პროცენტს ზუსტად ასრულებს.
მეორეს მხრივ სერხი ბუსკეტსი გუნდის ნახევარდაცვას აძლევს საჭირო ტემპს. ესპანელი ნახევარმცველი შეხვედრაში საშუალოდ 90 გადაცემას ასრულებს და დაახლოების 90 პროცენტი ზუსტია.
