იტალიური “მილანის” ფეხბურთელმა, მასიმო ამბროზინიმ, თქვა, რომ მისი გუნდი არ აპირებს ლიონელ მესის რომელიმე ფეხბურთელი პერსონალურად დაუყენოს. ამბროზინის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში არგენტინელ ვარსკვლავს ერთი მოთამაშე ვერ აიყვანს.
“მესი უნიკალური ფეხბურთელია. როდესაც ბურთი მასთანაა, ერთმა ადამიანმა არც უნდა იფიქროს მის შეჩერებაზე; სწორედ ამიტომ ჩვენ არ დავუყენებთ ლეოს რომელიმე ფეხბურთელს პერსონალურად. ვეცდებით იგი გუნდურად შევაჩეროთ. რაც შეეხება საერთოდ ამ დაპირისპირებას, “ბარსელონას” არ უნდა მივცეთ საკუთარი ფეხბურთის ჩვენების უფლება, თორემ ადრე თუ გვიან უდიდესი პრობლემები შეგვექმნება. გახარებულები ვართ ასეთი დონის დაპირისპირების მონაწილეები რომ ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო შორს გვინდა გასვლა, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ.” –დაასრულა ამბროზინიმ.
