ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა, განაცხადა, რომ თუ იგი შეთავაზებას მიიღებს მადრიდის “რეალისგან” ან კატალონიის “ბარსელონასგან”, მას ძალიან გაუჭირდება ამაზე უარის თქმა და დიდი სიამოვნებით დაიცავს ამ გუნდიდან ერთ–ერთის ღირსებას.
“რა შეიძლება ითქვას “ბარსელონაზე” და “რეალზე”? ეს არის ორი უდიდესი გრანდი, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო გუნდები…მათგან შემოთავაზება შეიძლება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიიღო. დედამიწაზე არ მეგულება ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ლურჯ–ბროწეულისფერი ან თეთრი მაისურის მორგებაზე იტყოდა უარს. თუ რომელიმე ზემოთხსენებული კლუბი “ტოტენჰემს” ჩემდამი ინტერესზე დაელაპარაკება, მაშინ ამის განხილვა ნამდვილად ღირს. ჯერ–ჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა და ახლა მთლიანად “მამლების” რიგებში კარგად გამოსვლაზე ვარ კონცენტრირებული.” –ციტირებს უელსელის სიტყვებს ინგლისური გამოცემა The Sun–ი.
