მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “თასის ფინალი სულ სხვაგვარი იქნება”

ბართომეუ: “თასის ფინალი სულ სხვაგვარი იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, განაცხადა, რომ “ატლეტიკი” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და, რომ ესპანეთის თასის ფინალში სულ სხვაგვარი მატჩი ელის გულშემატკივარს.

 

“ლა ლიგა თასთან არანაირ კავშირში არაა. დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირ დაპირისპირებას ვიხილავთ. ეს იქნება ნამდვილი შოუ. რაც შეეხება ლა ლიგაში “რეალთან” ჩამორჩენას, მადრიდელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ და აუცილებელია ჩვენ ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ. თუ ისინი ქულებს დაკარგავენ მთლად უკეთესი. რაც შეეხება მესისთვის გაკეთებულ საჩუქარს, ის შესანიშნავია, ძალიან დიდია და ყველასგან დიდ სიყვარულს იმსახურებს.” –განაცხადა ბართომეუმ.

 

როგორც მოგეხსენებათ, “ატლეტიკთან” შეხვედრისას გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე 47 მეტრის და 46 სიგანის ბანერი გაშალეს, სადაც ეწერა: “ლეო, შენ უნიკალური ხარ! შენ უდიდესი ხარ!” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში