ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მოახლოებული მატჩის წინ, “მილანის” მცველმა, ფილიპ მექსესმა “ბარსელონას” ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გავიდეთ. არაჩვეულებრივი მატჩი გველოდება. ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. მესი? მისი გაჩერება Playstation-შიც რთულია! ვაფასებთ მას და მთლიანად კატალონიურ გუნდს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ პრობლემები შევუქმნათ “ბარსელონას“.” – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში “მილანისა” და “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება დღეს საღამოს, “სან სიროზე” გაიმართება, ხოლო ზუსტად ერთ კვირაში საპასუხო მატჩს “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.
