კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლეომ მესიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი კორეასთან მატჩში გოლს არ გაუშვებდა, თუ არ იქნებოდა ვუვუზელების ხმაური, იტყობინება Sport.es: “მე მინდა თანაგრძნობა გამოვხატო მარტინ დემიჩელისის მიმართ, რადგანაც ეს გოლი მისი ბრალი არ იყო. იგი ვუვუზელების ხმაურში დაიბნა და ვერ გაიგო კორეელი ფორვარდის მიახლოება და ამის შედეგად გავიდა ეს გოლი. სწორედ ვუვუზელას წყალობით, მე ორ ეპიზოდში ბურთი ვერ მივიღე,” განაცხადა მესიმ.
წყარო:barca.ru
