workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გონსალო იგუაინი: “არაფერი ჯობია შენს პირველივე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰეთ–თრიკის შესრულებას”

გონსალო იგუაინი: “არაფერი ჯობია შენს პირველივე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰეთ–თრიკის შესრულებას”

მადრიდის “რეალის” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, სამხრეთ კორეას განადგურების შემდეგ (4:1) გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ პიპიტამ ამ მატჩში შეასრულა ჰეთ–თრიკი.

“არაფერი ჯობია შენს პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ–თრიკის გაფორმებას. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ, რომ ჩავატარეთ შესანიშნავი მატჩი, ვქმნიდით ბრწყინვალე მომენტებს და კარგად ვასრულებდით თითოეულ შეტევას. არგენტინამ დაიმსახურა გამარჯვება და ახლა მთავარია ისევე გავაგრძელოთ როგორც დავიწყეთ.” ციტირებს გონსალოს სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში