workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “სამხრეთ კორეელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა უპირატესობას არგენტინა ფლობდა”

მარადონა: “სამხრეთ კორეელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა უპირატესობას არგენტინა ფლობდა”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შემდეგ, სადაც მისმა შეგირდებმა 4:1 გაანადგურეს სამხრეთ კორეას ნაკრები.

“სამხრეთ კორეამ მატჩი ვერ აკონტროლა. მართალია მათ გაიტანეს გოლი, თუმცა პირველივე წუთიდან უპირატესობა ჩვენი იყო და მოწინააღმდეგეს ბურთი საერთოდ არ ქონია. მე მყავს 23 ტოპ–კლასის ფეხბურთელი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაიცვან ნაკრების ფორმა და შემოვიდნენ მოედანზე. ეს ძალიან მახარებს. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, ვინც დღეს ითამაშა. მათ დავალებას კარგად გაართვეს თავი და ძალიან კმაყოფილი ვარ.” ციტირებს მარადონას სიტყვებს Reuters.

წყარო: sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში