ლიონელ მესი: ჟურნალისტებს ისე გამოვყავარ, როგორც ძაღლიშვილი

ლიონელ მესი: ჟურნალისტებს ისე გამოვყავარ, როგორც ძაღლიშვილი

“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჟურნალისტების კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც მას მაროკოსთან მატჩის გამოტოვების შემდეგ დაატყდა.

“ზოგი ჩემზე იმას ამბობს, რაც მას მოესურვება რომ თქვას. ისე მახასიათებენ, როგორც ძაღლიშვილს. ხალხი კი ამას იჯერებს. ჩემზე ასეთი რაღაცების თქმა უკვე ტრადიციად იქცა. ისინი ჩემზე სხვადასხვა ამბებს იგონებენ. ეს მე არ მაკვირვებს.”

“სიმართლე ისაა, რომ არგენტინაში ტრავმით ჩავედი, რომელიც დეკემბრიდან მქონდა. ამის გამო ცოტას ვვარჯიშობდი და ყველა მატჩს არ ვატარებდი. ასეთ ტრავმას ერთ დღეში ვერ მოირჩენ. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ თავს უნდა გავუფრთხილდე.”

“ორივე მატჩის ჩატარება მინდოდა, მაგრამ პირველი თამაშის შემდეგ ტკივილს ვგრძნობდი და დასვენება გადავწყვიტე. დღითიდღე უკეთესობისკენ მივიწევ, მაგრამ ტრავმა ბოლომდე არ მომიშუშებია.” – განაცხადა ლიონელ მესიმ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” კაპიტანმა ვენესუელასთან მატჩი დისკომფორტით დაასრულა. ამის გამო მან შემდეგი თამაშის გამოტოვება გადაწყვიტა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • ana anukii
    30 მარ 2019, 20:45

    გოოოლლლლ მესიიიიიიი გოოოლ <3 გიჟიიი ჯარიმების გიჟი :დ

  • მურმანი
    30 მარ 2019, 20:12

    აუცილებლად უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს ჟურნალისტებთან, თორემ ვისაც რაც მოუნდება იმას უგონებს.
    წელს კოპა უნდა დადოს ამის კოპა მირჩევნია ლიგას

  • Messi, Iniesta
    30 მარ 2019, 19:09

    ლეოს სიჩუმით და თავმდაბლობით ყველა სარგებლობს! განა თავმდაბლობა ცუდი რამეა?! არა! მაგრამ ჟურნალისტები ამას მათდა საკეთილდღეოდ იყენებენ! angry

  • messi and iniesta
    30 მარ 2019, 18:59

    იმედია დხეს გაიბრწყინებ ლეო

  • Bola
    30 მარ 2019, 18:52

    საუკეთესოების ბედი ეგაა..რამდენი გულშემატკივარიც ყავს ესეთ ადამიანს ორი იმდენი ჰეითერია… შენით შოულობენ ფულს ეგ ჟურნალისტები და მსგავსი საკითხი რაც უფრო მეტი ექნებათ მით უფრო უკეთესია მათთვის.

  • Jemo-barca
    30 მარ 2019, 18:50

    დღეს შენს ჰეტრიკს ველოდები … გავარტყი ჟურნალისტებს

  • M10 S9 D11
    30 მარ 2019, 18:20

    რამოსზე დაიკიდე ეგეთების აზრი და ნათქვამი შენს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან არცერთი