ფრიდონ დოლაბერიძე

ფრიდონ დოლაბერიძე

ბავშვობაში, ალბათ, ოროსანი იყო. ისეთი ოროსანი, ყველაფერს რომ აფუჭებს, გაკვეთილზე რომ ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, მასწავლებელს სკამზე ჭიკარტებს  რომ უდებს, მაგრამ მაინც ყველას რომ უყვარს, სკოლის დარაჯიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული. ზუსატად ისეთი, ფრიდონ დოლაბერიძე რომ იყო ქართული ფილმიდან "ფეოლა" .ვიქტორიც ალბათ ზაფხულობით, სიცხისგან გათანგულ ბარსელონის ერთ-ერთი სახლის ეზოში, ხის ჩრდილში იჯდა და იმეორბდა თუ როგორ გააბრიყვა მადამ დე პანპანდურმა ლუდოვიკო მეთოთხმეტე (როგორც ყოველთვის, საშემოდგომო გამოყვა), მაგრამ თვალი მაინც იქვე ახლოს მდებარე პატარა სტადიონისკენ ეჭირა, მოიხელთებდა თუ არა დროს, იმწუთას იქით გარბოდა, ჩადგებოდა კარში და ურტყი მერე რამდენიც გინდა.

ვიქტორ ვალდესი ამ ქვეყანას 1982 წლის 14 იანვარს მოევლინა. 2002 წელს ჩადგა "ბლაუგრანას" კარში და მას მერე ადგილს არავის უთმობს ("კოპა დელ რეის" თამაშებში თუ დაუთმოს ხოლმე ადგილს გიჟმაჟ პინტოს). ძლიერია კარის ხაზზე, გამოსვლაზეც არაუშავს, ფეხით მთლად ვან დერ სარივით ვერა, მაგრამ მაგრად თამაშობს, ამის გამო ხშირად "ბარსას" უკანა მცველის როლსაც ასრულებს ხოლმე (ადრე რომ "ჩისტილჩიკს" ეძახდნენ). არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც უშვებს უხეშ შეცდომებს.სწორედ ისეთს, მწვრთნელს რომ დააძახებინებს: –"დაგმარხავ კარებში ფრიდონ დოლაბერიძე", მაგრამ  როგორც სკოლის დრო, მაინც ყველას გვიყვარს, "კამპ ნოუს" გასახდელების დამლაგებლიდან დაწყებული, ჩვენით დამთავრებული. მისი "უქიმერიონიც" კი დაქრის და ანადგურებს ყველაფერს ვინც წინ გადაეღობება,ხოლო სანამ ბურთს ხვედელიძე და მის კატალონიელი ძმაკაცები "აკატავებენ", ვიქტორსაც შეუძლია, რომელიმე ძელთან მხართეძოზე მშვიდად წამოწვეს და ისე უყუროს იმ შედევრებს, რასაც მისი თანაგუნდელები სჩადიან.ხშირად მეტისმეტიც მოსდით და ისე ანადგურებენ მეტოქეს,რომ მწვრთნელისგან ასეთ საყვედურსაც კი იღებენ: "რას გავს ბიჭო ეს, თქვენ არავინ გეცოდებათ, თქვენ ადამიანები კი არა, მხეცები ყოფილხართ. შეხედეთ იმ საცოდავ მადრიდელებს, როგორ ტირიან, გათავდა შენი "ფოკუსნიკობა" ხვედელიძე (მესი), გათავდა შენი უსაქმურობა ფრიდონ დოლაბერიძე (ვალდესი)."

   

მოურინიო გვარდიოლას: –ჰა შევერკინოთ "ფეოლა"?

გვარდიოლა: –ვაი შენს პატრონს.

 

P.S.  –უკაცრავად პატივცემულო ამხანაგო, ხომ ვერ მეტყვით, როგორი ამინდებია წელს მოსალოდნელი მადრიდში?

        –გვალვა იქნება,გვალვააა!

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.