ჰიმნი


უკვე ტრადიციად არის ქვეული "ნოუ კამპზე” გამართული ყველა დაპირისპირების წინ კლუბის ჰიმნის დაკვრა, რომელსაც "El Cant del Barça” ეწოდება. სიმღერა სტადიონზე დამონტაჟებულ ხმის გამაძლიერებლებში ისმის და გუნდის საქომაგოდ მისული თითოეული გულშემატკივარიც სიამოვნებით უბამს მხარს აუდიოჩანაწერს.

პირველად სტადიონზე შეკრებილმა აუდიტორიამ ჰიმნი 1974 წლის 27 ნოემბერს მოისმინა. მაგრამ მაშინ ყველაფერი გაცილებით მასშტაბური იყო. 3600 ადამიანი "ნოუ კამპის” ცენტრში იმისთვის შეიკრიბა, რომ ორიოლა მარტორელიასთან ერთად შესრულებინა ახალი ჰიმნი. ახალი ნაწარმოების ტექსტის ავტორი ხოსე მარია ესპინასო და ხაუმე პიკასი იყვნენ, მუსიკა კი მანუელ ვალსს ეკუთვნოდა. სიმღერამ მალე მოიპოვა პოპულარობა. გულშემატკივრებს მოსწონდათ, რომ მათ შეეძლოთ ტაში აეწყოთ ჰიმნის რიტმებისთვის. ყველაზე მნიშნვნელოვანი კი ის იყო, რომ ჰიმნის ტექსტი გამოხატავდა კატალონიურ სულს.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთ ჰიმნი, რომელიც კლუბს ისტორიის განმავლობაშ ჰქონია. პირველი ჰიმნის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა 1923 წლის 18 თებერვალს. ტექსტის ავტორი გახლდათ რაფაელ ფორჩი კაპდევილა, ხოლო მუსიკა ეკუთვნოდა ენრიკ მორერას. ნაწარმოები პირველად შეასრულა ორფეო გრასენცას გუნდმა კლუბის ძველ სტადიონზე "Les Corts”–ზე. პირველ ჰიმნის სიტყვები ნათლად ასახავდნენ კატალონიაში სპორტისა და კატალონიელი ერის ცხოვრების ურთიერთკავშირს.

1923 წლის ჰიმნი

 

1949 წელს "ბარსა” 50 წლის ხდებოდა და ახალი ჰიმნის საჭიროებაც შეიქნა. ტექსტის დაწერა საკუთარ თავზე ესტევ კალზადამ აიღო, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე ხუან დოტრასმა იზრუნა. ჰიმნს ეწოდებოდა "ბარსელონა, sempre amunt!” (მუდამ ბარსელონასთან). მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, ჰიმნის მაინც აკტალონიურ ენაზე იქნა დაწერილი.

1949 წლის ჰიმნი

 

1957 წელს კლუბის ისტორიაში მესამე ჰიმნი დაიწერა და ამჯერადაც კატალონიურ ენაზე. ტექსტის ავტორი ხოსეპ ბადია იყო, რომლის ჰიმნსაც "Himne a l’Estadi” (სტადიონის ჰიმნი) ეწოდებოდა და იგი იმს წელს გახსნილ "ნოუ კამპს” ეძღვნებოდა. მუსიკის ავტორად კი ამჯერად ადოლფ კაბანიე მოგვევლინა. პირველად სწორედ 1957 წლის ჰიმში გაჩნდა სიტყვა "ბარსა”.

1957 წლის ჰიმნი

 

1974 წელს დაიწერა კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ჰიმნი, რომელსაც "El Cant del Barça” (ბარსას სიმღერა). ახალმა ჰიმნმა იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ მალევე დავიწყებულ იქნა მისი ყველა წინამორბედი, მათ შორის "Himne a l’Estadi”. ამ ჰიმნის დაწერიდან 25 წლის განმავლობაში არავის აზრადაც კი არ მოსვლია ახალი ნაწარმოების დაწერა. მე–20 საუკუნის ბოლოსთვის დაიწერა კიდევ ერთი ჰიმნი, რომელიც მიეძღვნა კლუბის ასი წლის იუბილეს, მაგრამ ოფიციალურ ჰიმნდა დღემდე "El Cant del Barça” რჩება. იუბილესადმი მიძღვნილი ჰიმნი, რომელსაც "Cant del Centenari” ეწოდებოდა, პირველად 1998 წლის 22 სექტემბერს შესრულდა. კლუბის ისტორიაში ჯერ–ჯერობით ბოლო ჰიმნის სიტყვები რამონ სოლსონას, ხოლო მუსიკა როს მარბას ეკუთვნის.

1974 წლის ჰიმნი (მოქმედი ჰიმნი)

ასი წლის იუბილესთვის მიძღვნილი ჰიმნი

 

 

ამჟამინდელი ჰიმნის ტექსტი და ნოტები (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.