მწერლების კონკურსი


ჩვენს საიტზე ყოველთვიურად ტარდება მწერლების კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც საჩუქრად გადაეცემა "ბარსელონას" ორიგინალი მაისური სასურველი წარწერით.

საუკეთესო მწერლის გამოვლენა ხდება საიტის მომხმარებელთა მიერ ხმის მიცემის შედეგად. საიტზე რეგისტრირებულ ყოველ მომხმარებელს აქვს თითო ხმის მიცემის უფლება. გაითვალისწინეთ, რომ შეფასების კრიტერიუმია კონკრეტულ თვეში (და არა მთელი დროის განმავლობაში) დაწერილი სიახლეების (სტატიების) ხარისხი და არა მათი რაოდენობა.

თვის საუკეთესო მწერლის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყება მომდევნო თვის 1 რიცხვში და დასრულდება 7 რიცხვში. გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მწერალი, რომელსაც გასული თვის განმავლობაში მინიმუმ 5 სიახლე (სტატია) ექნება დაწერილი.

მწერლების საყურადღებოდ: გამოკითხვის გაყალბების ნებისმიერი მცდელობა ისჯება მწერლების კონკურსიდან სამუდამოდ მოხსნით. გაყალბებაში შედის ჩვენი საიტის გარდა ნებისმიერი საშუალებით პროპაგანდა და ხმის მიცემისკენ მოწოდება. გაითვალისწინეთ, რომ თვის საუკეთესო მწერალი უნდა გამოავლინონ უშუალოდ საიტის მომხმარებლებმა და არა გარეშე პირებმა.

წლის ბოლოს, თვის საუკეთესო მწერლებს შორის გამოვლინდება წლის საუკეთესო მწერალი, რომელსაც ადმინისტრაცია დაასაჩუქრებს.


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.