workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

ნენე იაია ტურე

სახელი: ნენერი ია ია ტურე
ნომერი: 24
დაბ. ადგილი: სოკურა ბუკე (კოტ’დ იუარი)
დაბ. თარიღი: 13-5-1983
სიმაღლე: 191 სმ
წონა: 90 კგ


ბიოგრაფია

იაია ტურე “ბარსელონაში” პირველი კოტ-დიუვარელი ფეხბურთელია, უზომო გამოცდილებით. მას ევროპის ოთხ ლიგაში აქვს ნათამაშები. იაიას აღსანიშნავი გზა ჰქონდა “კამპ ნოუმდე”, იგი ყველა ადგილას გამოცდილებას იძენდა. პროფესსიონალ ფეხბურთელად თამაში მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო “ASEC მიმოსას აბიჯანში”, თავისი სამშობლოს დედაქალაქში, სადაც მან ლიგის ტიტული მოიგო.
ბელგია ტრადიციულად ის ქვეყანა იყო, რომელსაც ახალგაზრდა აფრიკელები თავისთან გადაყავდა სათამაშოდ. შესაბამისად, პირველი დივიზიონის გუნდმა, ბევერენმა, 2001 წელს ტურე გადმოიბირა. 2,5 წლის “ბეევრენში” თამაშის შემდეგ, სადაც მან 70 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 2003/2004 წლების ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დონეცკის “მეტალურგში” გადაბარგდა. დონერცკის გუნდში, იმ წელს, ნახევარი სეზონი ჩაატარა და 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე სეზონში მან 26 მატჩი ჩაატარა უეფას თასის ჩათვლით და 3 გოლი გაიტანა.
მისი შემდეგი დანიშნულების ადგილი საბერძნეთი აღმოჩნდა, სადაც მას “ოლიმპიაკოსი” ელოდა. ამ წლის განმავლობაში მას “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელებთან მოუწია თამაში, მათ შორის კი იყვნენ რივალდო, დანი გარსია და ბაბანგიდა. შეგახსენებთ, იმ დროისთვის “ოლიმპიაკოსი” ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობდა. იმ სეზონში ტურემ საბერძნეთის ჩემპიონატი და ეროვნული თასი მოიგო, რაც  იაიას ყიდვის მსურველთა სიაში დიდი სახელების გამოჩენის მიზეზი გახდა.
ყველასთვის გასაოცრად, დაძაბულ ბრძოლაში ტურეს ყიდვა “მონაკომ” მოახერხა, 2006 წლის ზაფხულში. ლაციო ბალონი, მისი პირველი მწვრთნელი “მონაკოში”, არ აძლევდა მას ბევრ სათამაშო დროს. მაგრამ ეს ყველაფერი ლაურენტ ბანიდეს დროს შეიცვალა, რომელიც გუნდს სათავეში ოქტომბერში ჩაუდგა. სწორედ მისი მმართველობის დროს მონაკო მე-19-დან მე-9 ადილზე გადავიდა. ამ დროს იაია შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა. კოტ დ’იუვარელმა 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ტურეს “მონაკოში” მოსაწყობად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან სეზონის ბოლოს მისი ყიდვა “ბარსამ” მოახერხა. მისი ოფიციალური წარდგენა 2007 წლის 26 ივნისს შედგა და თავიდანვე გააოცა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დაცვითი თამაშის წარმოება უწევდა, ვიდრე მიჩვეული იყო. რაიკაარდმა მას 38 მატჩის ჩატარების საშუალება მისცა(26 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი და 9 ჩემპიონთა ლიგა) და ამ მატჩებში იაიამ ორი გოლი გაიტანა.
პეპ გვარდიოლამ კოტ დ’იუვარელი გაცილებით უკეთ გამოიყენა. ნახევარდაცვის გარდა, საჭიროების შემთხვევაში მას ცენტრალურ მცველად ათამაშებდა. სატრიპლეტო სეზონში მან 43 მატჩი ჩაატარა(25 ლა ლიგა, 6 კოპა დელ რეი და 12 ჩემპიონთა ლიგა). მმ მატჩებში ტურემ 3 გოლი გაიტანა, თასის ფინალში გატანილი დაუვიწყარი გოლის ჩათვლით.
2009 წლის ზაფხულში მან კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივა.
რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, კოტ დ’იუვარელი ნაკრების რეგულარული მოთამაშეა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის ღირსებას იცავდა. ამავე წელს ჩვენ ტურე აფრიკის ერთა თასზე ვიხილეთ.
იაიას ორი ფეხბურთელი ძმა ჰყავს, კოლო ტურე (“მანჩესტერ სიტი”) და იბრაჰიმ ტურე, რომელიც სირიის ლიგაში თამაშობს.

თვისებები

იაია ტურე “ბარსელონაში” პირველი კოტ-დიუვარელი ფეხბურთელია, კარგად ცნობილი თავისი ფიზიკური ძალითა და ტექნიკით. მოედანზე ის უმეტესად ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშობს, რომელსაც კარგად შეუძლია შეტევაში დახმარება საჭიროების შემთხვევაში. იაია ასევე კარგად მოერგო ცენტრალურ მცველად თამაშს. მიუხედავად 187 სმ სიმაღლისა, მისი გოლების უმრავლესობა თავით არ არის გატანილი. “მონაკოში” თამაშის დროს მან 5 გოლი გაიტანა, უმეტესად შორეული დარტყმებით.

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპინატი – 2008/09, 2009/10

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10

ოლიმპიაკოსი

საბერძნეთის ჩემპიონატი 2005/06

საბერძნეთის თასი – 2005/07

ASEC მიმოსას აბიდჯანი
კოტ დ’ივუარის ჩემპიონატი – 2001


ინდივიდუალური
მიღწევები
საუკეთესო კოტ დ’იუვარის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008, 2009