workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

ბარსელონას ბილეთები

ბოლო დროს “ბარსელონას” თამაშების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს შეინიშნება როგორც ესპანეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც.

ჩვენ, როგორც “ბარსელონას” ოფიციალურ ფანკლუბს, შეგვიძლია, კატალონიური გუნდის თამაშების ბილეთების შეძენაში დაგეხმაროთ.

ბილეთების უმრავლესობის შეძენა საკმაოდ მარტივია და ჩვენი დახმარება არ გჭირდებათ. შეგიძლიათ, პირდაპირ “ბარსელონას” ოფიციალური საიტიდან შეიძინოთ:

თუ რომელიმე გუნდის საშინაო თამაშების ბილეთების გაყიდვა ჯერ არაა დაწყებული, საშუალება გაქვთ, შეავსოთ საკონტაქტო ფორმა და როდესაც გაყიდვები დაიწყება, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას მიიღებთ.

“ბარსელონას” პირველი გუნდის გასვლითი თამაშების, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი საშინაო თამაშების (მაგალითაც “ელ კლასიკო”) ბილეთების დამოუკიდებლად შეძენა გაგიჭირდებათ. ამ საკითხში ჩვენ დახმარებას გთავაზობთ. ამისთვის საჭიროა, შეავსოთ ქვემოც მოცემული ფორმა.

პროცედურა ასეთია: ქვემოთ მოცემულ ფორმაში მითითებულ დედლაინამდე ვაგროვებთ თამაშზე დასწრების მსურველების მონაცემებს. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებით და დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ. როდესაც “ბარსელონა” ბილეთების ფასს შეგვატყობინებს, კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებით და თქვენგან საბოლოო დასტურის მიღების შემდეგ დედლაინის დღეს “ბარსელონას” გავუგზავნით ბილეთებზე მოთხოვნას.

იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ფანკლუბებიდან მიღებულ მოთხოვნებს “ბარსელონასთვის” გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა დააკმაყოფილებს, ბილეთი შეხვდება ყველას. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა უფრო დიდი იქნება, “ბარსელონა” თავდაპირველად ყველა მსურველ ფანკლუბს გამოუყოფს 2-2 ბილეთს, დარჩენილ ბილეთებს კი გაანაწილებს წილისყრით. თუ თითო ფანკლუბისთვის 2-2 ბილეთიც ვერ იქნება გამოყოფილი, თავიდანვე ჩატარდება წილისყრა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფანკლუბიდან გაგზავნილი იქნება მოთხოვნა ორზე მეტ ბილეთზე და შეგხვდება 2 ბილეთი, ამ ბილეთებს გადავცემთ მათ, ვისაც ჩვენთან მოთხოვნა უფრო ადრე ექნება გამოგზავნილი.

მას შემდეგ, რაც “ბარსელონასგან” ბილეთების კონკრეტულ რაოდენობაზე საბოლოო დასტურს მივიღებთ, დაგიკავშირდებით და მხოლოდ ამის შემდეგ იხდით ბილეთის საფასურს.

კითხვების გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

Loading…