მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საბელია გუარდიოლას ფეხბურთსა და მესიზე ესაუბრა

საბელია გუარდიოლას ფეხბურთსა და მესიზე ესაუბრა

ესპანური პრესა იუწყება, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალეხანდრო საბელია “ბარსელონას” თავკაცს, პეპ გუარდიოლას შეხვდა.

 

“ალბისელეტეს” მთავარი მწვრთნელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბოლო ვარჯიშს დაესწრო, მოგვიანებით კი იგი გუარდიოლას ესაუბრა.

 

“გუარდიოლას ფეხბურთზე ვესაუბრე. განსაკუთრებული ყურადღება რა თქმა უნდა, ლიონელ მესიზე გავამახვილეთ.” – განაცხადა საბელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საბელია “ესპანიოლის” მთავარ მწვრთნელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან შეხვედრასაც გეგმავს და ასევე აპირებს მადრიდში ვიზიტს. საბელიას გეგმაში აქვს მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელთან საუბარიც. აქამდე იგი იმყოფებოდა რომში, სადაც იგი “რომას” თავკაცს, ლუის ენრიკეს შეხვდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში