ესპანური პრესა იუწყება, რომ არბიტრებს, რომლებიც მსახურობენ ლა ლიგის მატჩების დროს, არ სჯერათ, რომ “ბარსელონას” მცველს, ჟერარდ პიკეს დასჯიან.
შეგახსენებთ, რომ ჟერარდ პიკემ მკვეთრი განცახდებები გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩის დასრულების შემდეგ, მოედნიდან მისი გაძევების შესახებ. ფეხბურთელმა ცალსახად განაცხადა, რომ მისთვის წითელი ბარათის ჩვენება წინასწარ იყო დაგეგმილი.
პიკეს განცხადებების შემდეგ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავჯდომარემ, ვიქტორიანო სანჩეს არმინიომ და თქვა, რომ პიკეს სიტყვები სერიოზული შეურაცყოფაა სამსაჯო კომიტეტისა. მან იმედი გამოხატა, რომ ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი “ბარსელონას” მცველის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებს.
განცხადებების შემდეგ სამსაჯო კომიტეტი ქმედებებზე გადავიდა და დისციპლინარულ კომიტეტს პიკეს დასჯის ოფიციალური მოთხოვნით მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრებს არ სჯერათ პიკეს დასჯის, რადგან მათ არ სწამთ თავად დისციპლინარული კომიტეტის სამართლიანობის.
