– ჩავი ერნანდესმა პრიმერაში გატანილი გოლებით საკუთარი რეკორდი დაამაყარა. გუშინ გატანილი გოლი მისთვის პრიმერაში მე-8 იყო, მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2007/08 სეზონში იყო დაფიქსირებული, როცა ნახევარმცველმა 7 გოლის გატანა მოახერხა.
– ჩავი ლიდერობს ევროპის საუკეთესო ლიგებში ზუსტად შესრულებული გადაცემებით. მის ანგარიშზე 1553 ზუსტი გადაცემაა. მეორე პოზიციაზე ლეო მესია, მე-4 კი დანი ალვესია.
– ”ბარსას” ლა ლიგაში ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც გოლის გატანა შეძლეს. პირველი გუნდიდან თავის გამოჩენა 14-მა ფეხბურთელმა შეძლო, ასევე გოლი გაიტანა კრისტია ტელიომ.
– ანდრეს ინიესტამ პრიმერაში დაუმარცხებელი სერია 48 მატჩამდე გაზარდა. მხოლოდ ბუტრაგენიომ არის უკეთესი მაჩვენებლით. მას პრიმერას 50 შეხვედრაში არ ჰქონდა მარცხი განცდილი.
– ხავიერ მასკერანომ მატჩის განმავლობაში ბურთის 12-ჯერ დაიბრუნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
– ხერარდ პიკე პირველი ფეხბურთელია, რომელიც ”ნოუ კამპზე” გააძევეს 2010 წლის თებერვლის შემდეგ.



