მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინგლისში ელიან: გვარდიოლა თუ მოურინიო?

ინგლისში ელიან: გვარდიოლა თუ მოურინიო?

მსოფლიო ფეხბურთის ორი უდიდესი გრანდის, კატალონიის “ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელები, ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო არიან მთავარი კანდიდატები ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე. ფაბიო კაპელოს უცნაური წასვლის (უფრო მართებული იქნება თუ გაგდებას ვიტვით) შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ერთ ამბავშია და სხვა და სხვა ვარიანტებს განიხილავს მთავარი დამრიგებლის პოსტზე. ბევრი ადამიანი ასევე ძალიან მონდომებულია “ტოტენჰემის” ამჟამინდელი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის ნაკრებში ხილვით, თუმცა “FA”–ს არ სურს მასთან რაიმე მოლაპარაკების წამოწყება.

 

როგორც იტყობინება ინგლისური გამოცემა The Guardian, მოურინიოს კონტაქტს ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასთან გასულ კვირას მისი ლონდონში ვიზიტიც ადასტურებს. რაც შეეხება გვარდიოლას, იგი ჯერ–ჯერობით არ ფიქრობს “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას და შესაძლოა ამ სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს კიდეც. სწორედ ესაა მისი ინგლისში ხილვის მთავარი მიზეზი. პლუს ამას, პეპისთვის ნაკრების მწვრთნელობა ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციას სტიუარტ პირსი იკავებს, რომელიც აქამდე ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი გახლდათ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში