კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, როგორც ჩანს თავისუფალი დრო გამონახა და მეორე სამსახურიც იოლად მოძებნა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორმა გამხმოვანებლად დაიწყო მუშაობა. იგი მულტფილმ “პირატები”–ს ერთ–ერთ გმირს ახმოვანებს.
“თავიდან იგი ცოტა მორცხვობდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მორცხვი ადამიანია. თუმცა შემდეგ ნორმალურად დაიწყო მუშაობა. ანდრესი სწრაფადვე მიხვდა იუმორს და აყვა რიტმს. იგი პირატ ალბინოს ახმოვანებს. მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივეს ძალიან თეთრი ფერის კანი აქვთ, მაგრამ განსხვავებაცაა: ალბინო ნამდვილი პირატია, ხოლო ინიესტა–არა. მას პატარა გოგონა ჰყავს, რომელიც ხვალვე უყურებს მულტფილმს და იმედია ნასიამოვნები დარჩება.” –განაცხადა გამხმოვანებელი სტუდიის დირექტორმა, რაფაელ ლუის კალვო რიბოტმა.
აქვე იხილეთ ვიდეოც, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ინიესტა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Hgq9Iaw8rTM]
