მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის შეძენა ”პსჟ”-ს სურს

ჩავის შეძენა ”პსჟ”-ს სურს

ფრანგული ”პსჟ” ზაფხულში ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის გადაბირებას შეეცდება, აცხადებს ესპანური გამოცემა ”as”-ი.

ჩავის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს ეს თანხა არ აწუხებთ. ამავე წყაროს ინფორმაციით ”პსჟ”-ს მფლობელმა, ტამიმ ბინ ხამად ალ-ტანიმ ”ბარსელონას” შეთავაზება უკვე გაუკეთა.

ჩავის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა მისი გახანგრძლივება კიდევ 2 წლითაა შესაძლებელი. ჩავი კი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ჩამოყალიბებული პრინციპების მიმდევარია და ასე უბრალოდ არ დატოვებს კლუბს, რომელმაც მას ბევრი რამ მისცა. ამ მიზეზის გამო ალ-ტანს და ”პსჟ”-ს სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს შესაფერისი არგუმენტების მოძებნა მოუწევთ, რათა ფეხბურთელი გადაიბირონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში