როგორც ესპანური პრესა იუწყება, ხიხონის “სპორტინგის” მთავარ მწვრთნელი ხავიერ კლემენტე არ მიიჩნევს, რომ მსაჯები ეხმარებიან მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” ეროვნულ პირველობაში.
ბასკი სპეციალისტი თვლის, რომ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები განპირობებულია ორივე გრანდის სათამაშო ფილოსოფიიდან გამომდინარე.
“”რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთის მსგავსები არიან. “რეალის” წუწუნი შარშან სასაცილო იყო. იგივე შემიძლია ვთქვა მიმდინარე სეზონზეც. ბევრი რამ, რასაც ამბობენ, არის აბსურდული. რა თქმა უნდა, მსაჯები ყველაზე ხშირად გრანდების სასარგებლოდ სცდებიან და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი გაცილებით მეტს უტევენ. ხანდახან გრანდებიც ზარალდებიან არბიტრების შეცდომების გამო და როცა ასე ხდება, ისინი იწყებენ საუბარს იმაზე, რომ მსაჯები სხვებს ეხმარებიან.” – განაცხადა კლემენტემ.
