მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ასეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ბრაზილიაში ჩემპიონობას არგენტინა მოიპოვებს”

მესი: “ასეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ბრაზილიაში ჩემპიონობას არგენტინა მოიპოვებს”

“ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ისაუბრა თავის წინათგრძნობებზე ბრაზილიაში 2014 წელს გასამართ მუნდიალთან დაკავშირებით.

 

“გავხდე ჩემპიონი არის ჩემი ოცნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ შეკრულ კოლექტივს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე გუნდს ერთი გამოკვეთილი ლიდერით. ასეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ჩემი მიზნის მიღწევა შემიძლია. იმედი მაქვს, რომ წინათგრძნობა არ მიღალატებს და ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს. ბრწყინვალე იქნებოდა ამის ბრაზილიაში გაკეთება. ამაზე ოცნებას თავს არ ვანებებ.” – მესის სიტყვებს ციტირებს La Red.

 

ხვალ არგენტინელები ამხანაგურ მატჩს გამართავენ შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში