მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ესპანეთის ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია

ჩავის ესპანეთის ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია

ჩავი ერნანდესმა ესპანეთის ნაკრების პირველ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. ესპანელები ვენესუელასთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადებიან. ნახევარმცველი სავარჯიშო მოედანზე არც გასულა და ის დარბაზში იმყოფებოდა.

კატალონიელს კვლავ აწუხებს მარჯვენა ფეხის კუნთის ტკივილი. ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა ”ვისენტე კალდერონზე” გამართული შეხვედრის შემდეგ. იმ შეხვედრაში ჩავიმ 90 წუთი დაჰყო მოედანზე. სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ”მაესტრომ” ვარჯიში ”უსაფრთხოების მიზნით” გამოტოვა.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ ისინი დააკვირდებიან ფეხბურთელს. ასევე მალე გადაწყდება ითამაშებს ის ამხანაგურ შეხვედრაში თუ დაბრუნდება ბარსელონაში. თავად ფეხბურთელმა მოკლე ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში