“ატლეტიკოს” ფორვარდმა, ადრიან ლოპესმა განაცხადა, რომ მადრიდელები არ იმსახურებდნენ მარცხს ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ფარგლებში კატალონიის “ბარსელონასთან” გამართულ მატჩში.
“ჩვენ კარგად ვთამაშობდით ამ შეხვედრაში და არ ვიმსახურებდით წაგებას. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი გოლით ჩამოვრჩებოდით მეტოქეს და რომ შეგვეძლო მატჩის მიმდინარეობის შეცვლა. ამის შემდეგ ჩვენ უმალვე შევძელით ანგარიშს გათანაბრება და “ბარსას” მოდუნების საშუალება არ მივეცით.” – ციტირებს ადრიან ლოპესის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” დანი ალვეშისა და ლიონელ მესის გოლების წყალობით იმარჯვა. მასპინძელთაგან კი გოლი ფალკაომ გაიტანა.
