23 წლის ჩამშლელი, რომელიც ბოლო პერიოდში უფრო მეტად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს პეპ გვარდიოლას ინტერესთან სფეროში მოექცა, გადმოგვცემს ესპანური პრესა.
პეპ გვარდიოლას ყურადღება ბილბოას ”ატლეტიკის” ფეხბურთელმა კარგი თამაშით მიიქცია. პრესის ცნობით გვარდიოლა მარტინესს სეიდუ კეიტას შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულს გუნდს დატოვებს.
თუმცა მარტინესის ასე ადვილად შეძენა შეუძლებელია. ”ატლეტიკი” წამყვან ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ზუსტად ეს ციფრია მითითებული ბასკი ფეხბურთელის კონტრაქტში.
