მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკემ ნაკრებში ”ბარსელონას” 8 ფეხბურთელი გამოიძახა

დელ ბოსკემ ნაკრებში ”ბარსელონას” 8 ფეხბურთელი გამოიძახა

ვისენტე დელ ბოსკემ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 29 თებერვალს, ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. საინტერესოა ის, რომ განაცხადში ვერ მოხვდა ”ჩელსის” თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი. ვისენტემ ნაკრებში უხმო ”ვალენსიელ” რობერტო სოლდადოს და ბილბაოს ”ატლეტიკის” ფეხბურთელს, იკერ მუნიაინს.

აქვე გთავაზობთ 24 კაციან სიას:

მეკარეები: კასილიასი (”რეალი”), ვალდესი (”ბარსელონა”), რეინა (”ლივერპული”).

მცველები: ირაოლა, ხავი მარტინესი (ორივე ”ატლეტიკი”), არბელოა, რამოსი (ორივე რეალი), პიკე, პუიოლი (ორივე ”ბარსელონა”), ალბა (”ვალენსია”).

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, ფაბრეგასი (ყველა ”ბარსელონა”), ალონსო (”რეალი”), სილვა (”მანჩესტერ სიტი”), კაზორლა (”მალაგა”), მატა (”ჩელსი”), ნავასი (”სევილია”).

თავდამსხმელები: მუნიაინი, ლორენტე (ორივე ”ატლეტიკი”), ნეგრედო (”სევილია”), სოლდადო (”ვალენსია”).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში