ზუსტად 1 წლის წინ “კულეებს” მეტად სასიხარულო ინფორმაცია ამცნეს. 2011 წლის 23 თებერვალს პეპ გუარდიოლამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა და ამით წერტილი დაუსვა კლუბში დარჩენასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს.
დღეს კი კლუბი და გულშემატკივრები ანალოგიური შემთხვევის წინაშე დგანან. ჯერ კიდევ გაურკვეველია, დარჩება თუ არა პეპი გუნდში. “ბარსელონას” უკლებლივ ყველა ფეხბურთელს თუ “კულეს” სურს, რომ გუარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. მისტერი ყოყმანობს. იგი გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს და ამით პრესას სალაპარაკოს აძლევს.
იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში პეპი ისე გაგავახარებს “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებით, როგორც ეს მან ზუსტად 1 წლის წინ გააკეთა.
