”პეპმა გუნდში ისევ დააბრუნა ღიმილი” – განაცხადა ბრაზილიელმა პრეს-კონფერენციაზე. ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდთან კვლავ გაახანგძლივებს კონტრაქტს”.
სამუდამოდ მადლიერი… თუ იგი წავა გუნდიდან
”მე მისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს აქ ვარ. თუ, იგი გუნდს დატოვებს ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება. წინასწარ რამის თქმა ძალიან რთულია. მე დაწმუნებული ვარ, რომ ის გუნდში დარჩება. მისი დარჩენა ჩვენთვის დიდი საჩუქარი იქნება”.
ბოლომდე ბრძოლა
ბრაზილიელმა ასევე დაამატა და ”ბარსა” შანსებზეც ისაუბრა ”ლა ლიგაში”: ”ბარსამ” წინა წლის წარმატებები უნდა გაიმეოროს. ეს ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ გუნდმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს. ისიც მართალია, რომ კონკურენცია ამ სეზონში ძალიან დიდია. ასევე, უნდა ავღნიშნოთ მადრიდის ”რეალის” 10 ქულიანი უპირატესობა. დაგეთანხმებით, რომ სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ტურია. დასაკარგი არაფერი გვაქვს”.
