მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: ”ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”

ბუსკეტსი: ”ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხი ბუსკეტსმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ”ისევე იბრძოლებს ტიტულისთვის, როგორც პირველ დღეს იბრძოდა.

ბუსკეტსი არ თვლის, რომ კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლას ეჭვები აქვს, რადგან მის შეგირდებს გამარჯვების ისეთი სურვილი აქვთ, როგორც ადრე. ”ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ მან განაცხადა: ”ჩვენ შესანიშნავად ვიცნობთ ერთმანეთს. როგორ ჩვენ პეპს, ასევე ის ჩვენ. მან იცის, რომ ძვეკებურად გვსურს გამარჯვებები და ამას ისე ვეცდებით, როგორც პირველ დღეს ვცდილობდით. ვიცით, რომ პრიმერაში დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით ლიდერს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

ასევე მან ”ვალენსიასთან” მატჩის შესახებ გააკეთა კომენტარი: ”ჩვენ უბრალოდ შესანიშნავად ვითამაშეთ და შევძელით გამარჯვება. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ვიცით, რომ მეტოქე უნდა შევავიწროვოთ, რადგან ის ნაკლებად სახიფათო იყოს. პრესინგი ასევე ბევრი სახიფათო მომენტის შექმნაში გვეხმარება. ჩვენ ასეთ სტილში თამაში უნდა გავაგრძელოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში