ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ნაკრებში “ბარსელონას” ფეხბურთელთა რაოდენობასთან დაკავშირებით.
ვისენტე დელ ბოსკესთვის დასმული შეკითხვა მიმართული იყო იმ ფაქტისკენ, რომ მწვრთნელი ადრე თამაშობდა და მუშაობდა მადრიდის “რეალში”.
“სავსებით ნორმალურად აღვიქვამ ეროვნულ ნაკრებში “ბარსელონას” ფეხბურთელთა რაოდენობას. როდესაც ვარჩევთ და ვიწვევთ ფეხბურთელებს ნაკრებში, სულ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რომელი კლუბის ღირსებას იცავენ ისინი. მთავარია, რომ ისინი იყვნენ გამოსადეგნი ნაკრებისთვის.” – განაცხადა დელ ბოსკემ.
