workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
სეზონში პირველად 7 დღიანი დასვენება

სეზონში პირველად 7 დღიანი დასვენება

ამ კვირაში პირველად ხდება ისე, რომ გუნდი 7 დღის განმავლობაში მხოლოდ 1 შეხვედრას გამართავს. ტრადიციულად ეს შემდეგი მატჩში კარგ შედეგს ნიშნავს.

სეზონში პირველად ხდება, როცა ”ბარსელონას” შეხვედრისთვის მოსამზადებლად 1 კვირა აქვს. გუნდმა სეზონში უკვე 43 შეხვედრა გამართა და მათ 1 კვირიანი შუალედი არცერთხელ ჰქონიათ პრიმერას მატჩისთვის მოსამზადებლად. ასეთი წინა 10 შეხვედრიდან გუნდმა 8 მატჩში გაიმარჯვა, 2 კი ფრედ დასრულდა.

5 გამარჯვება და 1 ფრე გასულ სეზონში

გუნდს გასულ სეზონში 6 კვირა ჰქონდა თავისუფალი. შედეგი კი ყოველთვის პოზიტიური იყო. გუნდმა დაამარცხა ”ალმერია” (0:8), ასევე დიდი სხვაობით ”ესპანიოლი”, ”მალიორკა” (3:0), ”ხეტაფე” (1:1) და ”მალაგა” (3:1), ეს იყო ბოლო მატჩი ”უემბლიზე” გამგზავრებამდე. ერთადერთი შემთხვევა, როცა გუნდმა 1 კვირიანი პაუზის შემდეგ ვერ მოიგო იყო ”სპორტინგთან” (1:1) გასვლითი მატჩი.

ბოლო მარცხი ”ატლეტიკოსთან”

2 წლის წინ ”ბარსელონას” დასვენება კარგად არ წაადგა. 2009/10 სეზონში 1 კვირიანი დასვენებების შემდეგ მათ დაამარცხეს ”ვალიადოლიდი” (4:0), ”ვალენსია” (3:0) და ”რასინგი” (4:0). ფრედ დაასრულეს გასვლითი მატჩი ”ალმერიასთან” (2:2). გუნდს 1 კვირიანი დასვენების შემდეგ 2010 წლის 14 თებერვლის შემდეგ არ წაუგია. ეს მადრიდის ”ატლეტიკოსთან” მატჩში მოხდა. ეს იყო სეზონის ერთადერთი მარცხი, რომელიც ”ბარსელონამ” 99 ქულით დაასრულა. ასევე საინტერესოა ის, რომ ”ბარსელონა” შემდეგ კვირას მადრიდის ”ატლეტიკოს” ეთამაშება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward