მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ვალენსია”. გამარჯვება ციფრებში

”ბარსელონა” – ”ვალენსია”. გამარჯვება ციფრებში

 – ”ვალენსიას” წინააღმდეგ ”ბარსელონამ” 5 და მეტი გოლის გოლის გატანა მერვედ შეძლო მიმდინარე სეზონში. კატალონიელებმა მანამდე დაამარცხეს ”ვილიარეალი” (5:0), ”ოსასუნა” (8:0), ”ატლეტიკო” (5:0), ”ბატე” (0:5), ”მალიორკა” (5:0), ”ლევანტე” (5:0) და ”ოსპიტალეტი” (9:0).

 – პეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში ”ბარსას” 9 აღზრდილი დააყენა. მეორე ტაიმში მოედანზე შემოსული ყველა ფეხბურთელი (ტელიო, ტიაგო, ჩავი) ასევე კლუბის აღზრდილია.

 – ამ გამარჯვების შემდეგ გრძელდება შესანიშნავი სერია უნაი ემერის გუნდების წინააღმდეგ. ”ბარსა” 10 მატჩია ამ სპეციალისტთან დაუმარცხებელია.

 – ემერიმ ”ნოუ კამპზე” 6-ჯერ ოთამაშა ”ბარსას” წინააღმდეგ. ერთხელ ის ”ალმერიას” წვრთნიდა, დანარჩენ 5 შეხვედრაში ”ვალენისიას”. ყველა მათგანში ”ბარსელონამ” გაიმარჯვა, ბურთების სხვაობა კი 18:2 არის.

 – ემერი დაემატა იმ მწვრთნელებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან ”ბარსას” და ვერ იმარჯვებენ. ამ სიაში არიან პრესიადო, ვილანოვა და ანტონიო ბენიტესი, რომლებიც უკვე 10 მატჩია ვერ ამარცხებენ ”ბარსას”.

 – ბოლოს ”ბარსელონას” ფეხბურთელმა 4 გოლის გატანა 2008 წლის 8 ნოემბერს შეძლო. ეს სამუელ ეტო’ომ გააკეთა, რომელმაც 4 გოლი გაუტანა ”ვალიადოლიდს” (6:0).

 – ბაკერო იყო უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც ”ვალენსიას” პოკერი შეუსრულა. ეს 1985 წლის 3 თებერვალს მოხდა, როცა ბაკერო ”რეალ სოსიედადის” ღირსებას იცავდა.

 – გუშინ გატანილი გოლის შემდეგ ჩავიმ კარიერაში საუკეთესო ბომბარდირულ ნიშნულს მიაღწია. მიმდინარე სეზონში მას უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. საუკეთესო შედეგი მას 2008/09 სეზონში ჰქონდა, როცა 10 გოლის გატანა მოახერხა.

 – სერხიო ბუსკეტსი და ლეო მესი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას მიიღებენ.

 – კვირას მონტოიამ პირველი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე პრიმერაში. სულ წელს მან 3-ჯერ ითამაშა პირველ გუნდში და 90 წუთი მოედანზე მან პირველად გაატარა.

 – მესი და პუიოლი ძირითად შემადგენლობაში ძალიან ხშირად თამაშობენ. ისინი ზედიზედ შესაბამისად 11-ჯერ და 8-ჯერ იყვნენ ძირითად შემადგენლობაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში