მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალწვეულებმა გოლების 23% გაიტანეს

ახალწვეულებმა გოლების 23% გაიტანეს

სესკმა, ალექსისმა და ტიაგომ, პლიუს ფონტასმა, ”ბარსას” ახალმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ 124 გატანილი გოლიდან 29 თავად გაიტანეს. გასული წლის შენაძენებმა 2010/11 სეზონში 27 გოლის გატანა მოახერხეს.

”ბარსას” ახალწვეულებს მიმდინარე სეზონში ბევრი გოლი გააქვთ. სესკ ფაბრეგასმა, ალექსის სანჩესმა და ტიაგო ალკანტარამ გუნდის გოლების 23% გაიტანეს (29 გოლი 124-იდან). სესკმა 15, ალექსისმა 11 და ტიაგომ 3 გოლის გატანა მოახერხეს. მიმდინარე სეზონში გუნდს ასევე ანდრეუ ფონტასი დაემატა, თუმცა სანამ ის სერიოზულ ტრავმას მიიღებდა გოლის გატანა ვერ შეძლო.

გასულ სეზონში 18%

მიმდინარე წლის შენაძენებმა უკვე აჯობეს შარშანდელ ახალწვეელებს. გასული სეზონის ბოლოს დავიდ ვილიამ, მასკერანომ, აფელაიმ, ადრიანომ და ჟეფრენმა გოლის გატანა 27-ჯერ შეძლეს, რამაც გუნდის გოლების 18% შეადგინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში