მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” გადაწყვეტილება ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით

“ბარსას” გადაწყვეტილება ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით

ს/კ “ბარსელონამ” სადისციპლინო კომიტეტს გადასცა ის 179 საქმე, რომელიც დაკავშირებულია ბილეთებით თაღლითურ ვაჭრობასთან.

 

“მმართველ საბჭოს სურს, რომ ხელი შეუშალოს ბილეთების თაღლითურად გადაყიდვას” – განაცხადა ტონი ფრეიხამ დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა. მას შემდეგ, რაც “მილანთან” გასვლით მატჩისას შეინიშნებოდა უწესრიგობები (“ბარსას” ზონაში “მილანის” გულშემატკივრები ისხდნენ), “ბარსელონამ” გადაწყვიტა სპეციალურ ზომები მიეღო “ბაიერნთან” შეხვედრაში.

 

ტონი ფრეხამ ახსნა, რომ ლევერკუზენის “ბაიერის” მატჩზე დასწრების მსურველთა განაცხადები შეადარეს “მილანთან” მატჩის მონაცემებს და აღმოაჩინეს 180 შესაძლო შემთხვევა ბილეთების გადაყიდვისა. თავიანთი მოსაზრების გასამტკიცებლად “ბარსელონამ” “ბაიერთან” თანამშრომლობა ითხოვა და მათთან გაგზავნა როგორც ბილეთების რეალიზაციის, ასევე უსაფრთხოების დეპარტამენტების წარმომადგენლები. მომდევნო ეტაპი იყო იმ ბილეთების გაუქმება, რომლებიც შედარებით მაღალ ფასად იყო შეძენილი, რათა ამ ქმედებით ხელი შეეშალათ გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთების მფლობელთათვის სტადიონზე შეღწევაში.

 

აღმოჩენილი შემთხვევების შემდეგ, ბილეთების მფლობელები ბილეთების ჯიხურში შიყვანეს და გამოარკვიეს, თუ სად შეიძინეს ისინი. თუ მფლობელი “ბარსელონას” გულშემატკივარი აღმოჩნდებოდა, მას სტადიონზე შესვლის უფლებას აძლევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “უეფას” ხალხთა სეგრეგაციის წესების თანახმად, მათ უარს ეუბნებოდნენ მატჩზე დასწრებაზე. საბოლოოდ გაირკვა, რომ 180 საეჭვო შემთხვევიდან, 179 გადაყიდული ბილეთი იყო. აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით “ბარსელონამ” საქმე გადასცა დისციპლინარულ კომიტეტს, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევების წინააღმდეგ იბრძვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში