ოთხშაბათს “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი გამართა ლევერკუზენის “ბაიერთან”. კატალონიელები გერმანიაში ჩავიდნენ და თამაშამდე სასტუმროში დაბინავდნენ.
ამჯერად “ბარსელონას” მასპინძელი გახლდათ სასტუმრო “ჰაიატი”. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ხუთ ვარსკვლავიანია და ფეხბურთელებსა და მენეჯერებს არაჩვეულებრივი კომფორტი შესთავაზა, “ბლაუგრანას” დელეგაცია გაკვირვებული დარჩა დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენით. თაგვმა ისე ამაყად შეაბიჯა “ჰაიატის” სასადილო ოთახში, გეგონებოდათ, რომ იგი სასტუმროს მეპატრონე ყოფილიყო. პატარა მღრღნელმა ალიაქოთი გამოიწვია, რამაც სასტუმროს თანამშრომლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.
