მაისურმა, რომლითაც ლეო მესიმ ლევერკუზენის ”ბაიერთან” ითამაშა გერმანულ კლუბს ნამდვილი თავის ტკივილი მოუტანა.
ტელეკომპანია ”Sky”-იმ აჩვენა კადრები, სადაც კადლეცი და ფრიდრიხი ჩხუბობდნენ იმის გამო, თუ ვის დარჩებოდა ლეო მესის მაისური. ამან შეაწუხა გუნდი გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელები. განსაკუთრებით ფეხბურთელების საქციელი არ მოეწონა კლუბის სპორტულ დირექტორს, რუდი ფიოლერს, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი მატჩის პირველი ტაიმის დროს მოხდა, როცა გუნდი 0:1 მარცხდებოდა.
ფიოლერმა აღნიშნა: ”მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ფეხბურთელები მესის მაისურს აუქციონზე გაყიდიან, თანხა კი კარგი საქმისთვის დაიხარჯება. მე მათთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ეს ასე იქნება, რადგან მათი საქციელი ძალიან უსიამოვნო იყო”.
