მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: ”10 ქულა – ეს ძალიან დიდი სხვაობაა”

დელ ბოსკე: ”10 ქულა – ეს ძალიან დიდი სხვაობაა”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მადრიდის ”რეალს” ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ”ბარსელონასთან” ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ წინასწარ მადრიდელებისთვის გამარჯვების აღნიშვნა არ ღირს.

”პრიმერაში ”რეალი” 10 ქულით უსწრებს ”ბარსელონას”, რაც ამჟამინდელ დროში ძალიან დიდი სხვაობაა. აღსანიშნია ისიც, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი” – განაცხადა მწვრთნელმა.

ასევე დელ ბოსკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ სად უნდა ჩატარდეს სამეფო თასის ფინალი ”ბარსელონასა” და ”ატლეტიკს” შორის.

”სამეფო თასის ფინალი ყველაზე საინტერესო მატჩია ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის, ამიტომაც ის შესაძლო სტადიონებიდან ყველაზე საუკეთესოზე უნდა ჩატარდეს. ზუსტად ეს სურს ყველას” – დაასრულა ვისენტე დელ ბოსკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში