მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა და აფელაი გუნდს დაუბრუნდნენ

კეიტა და აფელაი გუნდს დაუბრუნდნენ

“ბარსელონაში” სასიამოვნო სიახლეებია.

 

პირველი სასიხარულო ამბავი ისაა, რომ გუნდს თითქმის 1 თვიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სეიდუ კეიტა, რომლის ნაკრებმაც აფრიკის ერთა თასის გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა. მეორე სიახლე ის იყო, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ აფელაიმ ვარჯიშები განაახლა. ჰოლანდიელმა მძიმე ტრავმა სეზონის დასაწყისშივე მიიღო, რამაც ოპერაციის საჭიროება გამოიწვია.

 

ჩავი ერნანდესმა დღეს დარბაზში ივარჯიშა. ადრიანო და ბუსკეტსი მსუბუქად დაიტვირთნენ. პირველი გუნდის სავარჯიშო სესიას ახალგაზრდა ფეხბურთელები – ტელო, მუნიესა, მონტოია და ბარტრა შეუერთდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში