მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაულმა ”ბარსელონას” დელეგაცია მოინახულა

რაულმა ”ბარსელონას” დელეგაცია მოინახულა

მადრიდის ”რეალის” ყოფილმა და ამჟამად ”შალკეს” თავდამსხმელმა, რაულმა გამოიყენა ”ბარსელონას” ლევერკუზენში ვიზიტი და ის იმ სასტუმროში მივიდა, სადაც კატალონიური კლუბია გაჩერებული, გადმოგვცემს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” 14 თებერვლას ლევერკუზენის ”ბაიერის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრას გამართავს.

ესპანური დელეგაციისთვის რაულის ვიზიტი მოულოდნელი იყო. რაულისა და ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მეგობრობის შესახებ ყველამ იცის. ასევე რაულს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩავი ერნანდესთან და კარლეს პუიოლთან, რომლებთანაც ერთად ის ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.

რაული ესაუბრა პეპ გვარდიოლას და ფეხბურთელებს. ბოლოს მან კატალონიელებს წარმატებები უსურვა ჩემპიონთა ლიგაზე და ეროვნულ ჩემპიონატში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში