მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბაიერი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბაიერი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად ძლიერი კონკურენციაა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ”ბარსას” პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელეობის დროს 1/8 ფინალის გასვლით მატჩში გამარჯვება მოპოვებული არ აქვს. ხვალ გუნდს ამ ტრადიციის დარღვევის შანსი აქვს: ”ამ ეტაპზე თამაში ყოველთვის გვიჭირდა, გერმანელები კი რთული მეტოქეები არიან. ”შტატგარტი” (1:1) გასულ სეზონში მეტს იმსახურებდა”- შეგვახსენა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე. პეპმა გუნდის მიზანი დაასახელა: ”ძალიან მნიშვნელოვანია გოლის გატანა”.

საუკეთესოა კონტროლი

გვარდიოლა აფასებს გერმანულ კოლექტივს ფიზიკური მომზადებისთვის და დისციპლინისთვის. ”მათ 4 თუ 5 ფებხურთელი ჰყავთ 1.90 მეტრი სიმაღლის. თუკი ბურთს არ გავაკონტროლებთ პრობლემები გვექნება. გერმანელებისთვის ეს კარგი შანსია” – განაცხადა პეპმა.

”ლიგის მოგება სერიოზული პრობლემაა”

პამპლონაში განცდილ მარცხზე ბევრი საუბარი იყო. ლა ლიგაში გართულებული სიტუაციის გამო ყველა ამბობს, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს: ”ახლა, როცა პრიმერა თითქმის დაკარგულია აუცილებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ეს ახლა უფრო რთულია, რადგან მისი მოგება აუცილებელი გახდა. გუნდი სეზონის ბოლომდე ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვნახავთ, თუ რას მივაღწევთ”.

გამოვრიცხოთ ”შემთხვევითობა”

პამპლონაში გამართულ მატჩზე საუბრისას პეპმა განაცხადა, რომ ”გუნდმა პირველ ტაიმში ადაპტირება და სწრაფი თამაში ვერ შეძლო. მეორე ნახევარში ყველაფერი გაკეთდა, რათა მატჩი მოგვეგო, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მაშინ რა მოხდა? არის პრობლემა: ჩვენ უკვე წლებია ვდომინირებთ. ამ სიტუაციაში საუკეთესო დონეს უნდა მივაღწიოთ და უნდა მოვახერხოთ შეხვედრების გაკონტროლება”. ლევერკუზენის ”ბაიერის” წინააღმდეგ გუნდს ეძლევა შანსი, რათა დაძაბული სიტუაცია გამოსწორდეს. ამის გარეშე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში