მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერგიუსონი: ”კვლავ მივიჩნევ, რომ ”ბარსელონა” ევროპის საუკეთესო გუნდია”

ფერგიუსონი: ”კვლავ მივიჩნევ, რომ ”ბარსელონა” ევროპის საუკეთესო გუნდია”

”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მადრიდის ”რეალი” ახლოსაა იმასთან, რომ მიაღწიოს ”ბარსელონას” დონეს, რომელიც კვლავ ევროპის საუკეთესო გუნდია.

”კვლავ მივიჩნევ იმას, რომ ”ბარსელონა” ევროპის საუკეთესო გუნდია. ”რეალი” მასთან სხვაობის შემცირებას ცდილობს. არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ეს გუნდები ერთ დონეზე იქნებიან. ამჟამად კი ”ბარსა” ინარჩუნებს სასწაულებრივ ცოდნას და თამაშობს ისე, როგორც არავინ. როდესაც მესი, ჩავი და ინიესტა ფორმაში არიან მათი შეჩერება შეუძლებელია” – სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში