ლევერკუზენის ”ბაიერის” სპორტულმა დირექტრომა, რუდი ფიოლერმა წუხილი გამოთქვა გუნდის ნახევარმცველის, მიხაელ ბალაკის დაშავების გამო, გადმოგვცემს გერმანული პრესა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ვარჯიშზე გერმანელმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო. ”ბაიერის” მთავარი მწვრთნელის, რობინ დუტის განცხადებით ფეხბურთელის 3-4 კვირას გამოტოვებს.
”სამწუხაროა, რომ ბალაკი დიდი ხნით ვერ დაგვეხმარება და ის გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრებს ”ბარსელონასთან”. მე მწვრთნელისგან გავიგე, რომ კატალონიელთან წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა” – განაცხადა რუდი ფიოლერმა.
