მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” და ”რეალს” ბეილის შეძენა სურთ

”ბარსას” და ”რეალს” ბეილის შეძენა სურთ

გაზეთ ”The National”-ის ცნობით ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” ”ტოტენჰემის” უელსელი ფეხბურთელის, გარეტ ბეილის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

”ტოტენჰემის” ფეხბურთელი ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა მის პოზიციაზე და პეპ გვარდიოლას მისი შეძენით მარცხენა ფლანგის პრობლემა მოეხსენება. ამასთან დაკავშირებით არის ჭორები, რომ კატალონიური კლუბი მზადაა უელსელს 2-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე ლონდონურ კლუბში აქვს. პრესის ცნობით კატალონიელები მზად არიან გარეტ ბეილს ყოველწლიურად 7 მილიონი ევრო გადაუხადონ, მაშინ როცა მადრიდის ”რეალი” 9 მილიონის გადახდას გეგმავს.

თავდაპირველად კი ორივე კლუბის ხელმძღვანელებს ”ტოტენჰემის” მმართველების დარწმუნება მოუწევთ, რომელთაც ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ. მწვრთნელი, ჰარი რედნაპი და პრეზიდენტი, დანიელ ლევი უელსელის კრიშტიანო რონალდოს ფასად გაყიდვას გეგმავენ (80 მილიონი ფუნტი), ასეთი თანხის გადამხდელი ”ბარსელონა” კი ნაკლებადაა.

ადრინდელი ცნობების თანახმად ”ბარსა” ბეილში 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს და თუკი ეს ოფიციალურად დადასტურდება ნაკლებად სავარაუდოა, რომ უელსელი ფეხბურთელი ”ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში